აღნიშნული წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და „ი/მ ლია კაკაჩია ს/ნ 62005013572“-ს შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ artlika.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.

ჩვენი კომპანიის მომსახურების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით აღნიშნული წესების უპირობოდ დაცვაზე.
აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა.

ტერმინების განმარტება

საიტი – ვებ გვერდი Artlika.ge
კომპანია – ვებ გვერდის Artlika.ge-ს მფლობელი კომპანია, ი/მ ლია კაკაჩია ს/ნ 62005013572
მყიდველი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას საიტის მეშვეობით.
განცხადება – საიტზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ.
პროდუქცია – საიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი ნივთი.

პროდუქციის შეძენა

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით.
ასეთ შემთხვევაში განვადების ხელშეკრულება იდება პარტნიორ ბანკსა და მყიდველს შორის.
ვებსაიტის მეშვეობით პროდუქციის შეძენის ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის აღწერაში მითითებული წესით და ვადით.

პროდუქციის მიწოდება
გამყიდველი „ი/მ ლია კაკაჩია ს/ნ 62005013572“ –  იღებს ვალდებულებას მყიდველის მიერ ვებგვერდზე განთავსებულ შეკვეთაში მითითებული პროდუქტის, რაოდენობის პროდუქციის ტრანსპორტირება განახორციელოს, მყიდველის მიერ არჩეული მიწოდების მეთოდის შესაბამისად, მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.
მიწოდების დრო აუცილებლად უნდა შეათანხმოთ შეკვეთის განთავსებამდე ან განთავსების შემდეგ.
პროდუქციის მიწოდება ხდება 7 დღის განმავლობაში.
გამყიდველი უფლებამოსილია პროდუქტი გადასცეს მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელმაც უშუალოდ შეიძინა პროდუქტი, რაც დასტურდება სისტემაში არსებული მონაცემების გადამოწმებით.
პროდუქტის ჩასაბარებლად, გამყიდველთან მესამე პირის წარმოდგენის ან მისამართზე არ დახვედრის შემთხვევაში, მყიდველმა აღნიშნულის თაობაზე გამყიდველს უნდა აცნობოს წინასწარ მყიდველის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ტელეფონის ნომრიდან.
იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მიერ, განხორციელდება პროდუქციის ტრანსპორტირება მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ არაზუსტი მისამართია მიწოდებული ან მყიდველის წარმომადგენელი არ დახვდება ადგილზე გამყიდველს ან კურიერს, ვერ ხერხდება ვებსაიტზე მითითებულ მობილურ ტელეფონზე დაკავშირება (გამორთულია ან არ პასუხობს), ხელმეორედ მყიდველის მისამართზე პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის ახლიდან უნდა იქნეს გადახდილი მიწოდების საფასური, ან მყიდველმა თავად უნდა გაიტანოს პროდუქცია გამყიდველის ფიზიკური მისამართიდან.

უსაფრთხოების პოლიტიკა

უსაფრთხოების პოლიტიკა აღწერს პროცესებს “Artlika.ge”-ის მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მისი გამჟღავნების შესახებ.

წინამდებარე უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრავს Artlika.ge- ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, Artlika.ge- ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე უსაფრთხოების პოლიტიკა წარმოადგენს Artlika.ge -ის ვებგვერდით სარგებლობის წესების და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

Artlika.ge მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს იმ შემთხვევაში, თუ:

არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
მონაცემთა დამუშავება საჭიროა Artlika.ge -ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

იხილეთ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით artlika.ge-ს დაცვის მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ჩვენი კომპანია უზრუნველყპფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.
ეს ეხება იმ ინფორმაციას, რომელსაც artlika.ge მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის დროს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მარკეტინგის მიზნებისთვის.

საიტზე რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი მონაცემების სწორად მითითება:

სახელი გვარი და ტელეფონის ნომერი. ეს მონაცემი აუცილებელია იმისათვის, რათა გაიაროთ artlika.ge საიტზე ავტორიზაცია.
სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი: ეს მონაცემები საჭიროა, იმისათვის, რომ  მოვახდინოთ მომხმარებლის იდენტიფიკაცია.
ქალაქი და მისამართი: საჭიროა, იმისათვის, რომ კომპანიამ განახორცოელოს მყიდველის მიერ შერჩეული პროდუქტის მიწოდება სასურველ მისამართზე.

მომხმარებლის ვალდებულება:

მომხმარებელი ვალდებულია artlika.ge -ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

ინფორმაციის გავრცელება:

artlika.ge მომხმარებლის ნებართვის გარეშე არ ამხელს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მესამე მხარეს, თუმცა უფლებას იტოვებს ელ.ფოსტასა და საიტზე მითითებულ მობილურის ნომერზე გამოგიგზავნოთ სხვადასხვა ინფორმაცია ჩვენი სიახლეების, შეკვეთის სტატუსების, ცვლილებებისა და აქციების შესახებ.

თქვენ შესახებ ინფორმაცია, შეიძლება გამოვიყენოთ სტატისტიკისა და ანალიზისთვის.

სტატისტიკა ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც არ ამხელს თქვენს მონაცემებს.

ვის შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია:

პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტი უნდა მოგაწოდონ.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა:

თქვენი პროფილის შესახებ ინფორმაცია დაცულია თქვენს მიერ რეგისტრაციის დროს შეყვანილი პაროლითა და პირადი ელექტრონული ფოსტით, ტელეფონის ნომრით.

ცვლილებები უსაფრთხოების პოლიტიკაში 

“artlika.ge” იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს დაარედაქტიროს და შეცვალოს უსაფრთხოების პოლიტიკა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით უსაფრთხოების პოლიტიკის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ვებსაიტის მომსახურებას.

თქვენს მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.